"ქართლი ქარის ელექტროსადგურის" აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავარაუდოდ მომავალ წელს განთავსდება. ბაზრის კვლევა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე „ქართლი ქარის ელექტროსადგურმა“ აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში კი გამოცხადდება ოფიციალური ტენდერი შესყიდვების სააგენტოს საიტზე საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე და ამ პროცესის დასრულების შემდეგ დადგინდება აქციების განთავსებისა და სისტემის აწყობის ვადა.
ბოლო მონაცემებით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის ივნისის თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 8 მილიონ 762 ათასი კილოვატ საათი შეადგინა, რაც მილიონ 562 ათასი კილოვატ საათით აღემატება ივნისის თვის პროგნოზს. ამასთანავე სადგურის მიერ ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია 53 მილიონ 600 ათას კილოვატ საათს შეადგენს. ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში გასული წლის 20 დეკემბერს შევიდა.