კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში რეჟისორ იოსებ “სოსო” ბლიაძის ნამუშევარი მოხვდა. ფილმი „ოთარის სიკვდილი“, რომელიც საქართველო-გერმანია-ლიეტუვის ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს, წლევანდელი კონკურსის მონაწილე 12 ფილმს შორისაა. ფილმის სიუჟეტის ცენტრში ორი ოჯახია, რომელთაც უბედური შემთხვევა დააახლოვებთ. ინციდენტი ერთი ოჯახისთვის ფატალურია, მეორესთვის კი - უკეთესი ცხოვრების შანსი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ნუცა კუხიანიძე, ივა ქიმერიძე, ეკა ჩავლეიშვილი, აჩი მაკალათია და სხვები. კარლოვი ვარის კინოფესტივალი 20-28 აგვისტოს გაიმართება.