ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობის პასუხისმგებელმა დირექტორმა ლორენს მერედიტმა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ე.წ. გლოვის კუთხე გვირგვინით შეამკეს.
26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.