ვიმედოვნებთ, ვნახავთ შესაძლებლობას, რომ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი მისცემს ხმას ნებისმიერი რისკის გარეშე, რაც დაკავშირებულია კოვიდსიტუაციასთან და ყველაფერი უსაფრთხოდ ჩაივლის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო. მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე ინფორმაციის შესაგროვებლად მივიდა.