„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შეაფასა. მისი თქმით, თუკი ინიცირებულ კანონპროექტს ამომრჩეველზე მუქარის და ზეწოლის საფრთხეების შეზღუდვა შეუძლია, მაშინ მისასალმებელი იქნება.
ჰარცერის თქმით, დისკუსიების ფორმატში არაერთხელ გამოთქმულა სურვილი რომ საარჩევნო კოდექსის ფარგლებში საფრთხეების შეზღუდვა გათვალისწინებული ყოფილიყო.