კარლ ჰარცელი სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელებაზე - ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა - Palitra News

კარლ ჰარცელი სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელებაზე - ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა

2021-11-12 13:17:14+04:00

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც სამწუხაროა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას.