ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეს ვადა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.