„ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და მნიშვნელოვანია, მას რეაგირება მოჰყვეს“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლი.