მივესალმებით შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს და სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებთან მოხდეს საკითხის დეტალების განხილვა.
შეგახსენებთ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერის პირობებში გამართვის გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა გუშინ მიიღო. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საზოგადოებას თავად ბიძინა ივანიშვილმა გააცნო.