საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი, ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა, მისი განცხადებით არსებულ ვითარებაში არსებობს რისკი რომ სიტუაცია დამძიმდეს და უფრო მეტი განხეთქილება მოხდეს.
ჰარცელი შიშობს, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება უფრო ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და გამოსავლის პოვნას.
მან ასევე მიმართა, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, და მოუწოდა რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება და საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიონ.