საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით ევროპა საქართველოს ღია ბაზარს სთავაზობს 500 მილიონიანი მოსახლეობით. ელჩი სურვილს გამოთქვამს იმდენად ბევრი ქართული ექსპორტი ნახოს, რამდენიც შესაძლებელია. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ სურთ ყველაზე სწორი შეხედულებები არსებობდეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა.