"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.