ევროკავშირის ელჩი საქართველოში დარწმუნებულია, რომ საქართველო მალე კითხვარის მეორე ნაწილს მიიღებს. მისი თქმით პროცესი კარგად და დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ მთავარი არა კითხვარის შევსების სისწრაფე, არამედ ხარისხია. ჰარცელი ვარაუდობს, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს დასკვნას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.