ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს გადაკვეთის პუნქტები გაიხსნას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 5 სექტემბრის შემდეგ, ჩაკეტილია ახალგორის მთავარი გადასასვლელი, კარლ ჰარცელის შეფასებით, ეს მოსახლეობას ჰუმანიტარულად ცუდ მდგომარეობაში აყენებს. არსებული ინფორმაციით, ახალგორის მკვიდრი, 70 წლის მარგო მარტიაშვილი რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა. თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მას თბილისში გადაყვანაზე უარი უთხრეს. მარტიაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.