შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "რელსებიდან გადავიდა".
ბილდტი „ტვიტერზე“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აზიარებს, სადაც საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ „კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული. როგორც პრემიერმა პარლამენტში, მოხსენებისას აღნიშნა, მან ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების ვინაობა იცის. ღარიბაშვილმა ერთ-ერთ მათგანად შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დაასახელა.