ქარიშხალი "უმბერტო" ბერმუდის კუნძულებს უახლოვდება. ქარიშხალს მესამე კატეკორია მიენიჭა. ქარის სიჩქარემ საათში 190 კილომეტრს მიაღწია. ამჟამად სტიქია ბერმუდას დასავლეთ მხარეს უახლოვდება.
ბერმუდის კუნძულები დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს.
ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. ასევე გამოცხადებულია სამგზავრო შეზღუდვები.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ქარიშხალი მოგვიანებით ფლორიდის სანაპიროებსაც მიუახლოვდება.