ძლიერი ქარის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში ათამდე საცოვრებელ სახლს და რამდენიმე ობიექტს, მათ შორის მუსიკალურ სკოლასა და სტომატოლოგიურ კლინიკას სახურავი აქვს გადახდილი. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც, მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ძლიერი ქარის შედეგად, წაქცეულია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.