კბილების კარიესი პათოლოგიური პროცესა, რომლის დროსაც კბილის მკვრივი ქსოვილი მინერალებით ღარიბდება, რბილდება, ირღვევა და უჩნდება ღრუ. კბილების კარიესის განვითარებას იწვევს პირის ღრუში არსებული ბაქტერიები, კვების თავისებურებაკვების რეჟიმი, ნერწყვის ხარისხი და რაოდენობა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და ორგანიზმის მიერ მიღებული ფტორის ოდენობა.
კარიესის საპროფილაქტიკო ძირითადიღონისძიებები ითვალისწინებს: პირის ღრუს რეგულარულ მოვლას; შაქრის გამოყენების შემცირებას; ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას; კბილების სწორად ხეხვას; წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგთან ვიზიტს პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით.