კარიბის ზღვის კუნძულებს 2 ქარიშხალი, მარკო და ლაურა, დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
BBC-ის ინფორმაციით, სტიქიურმა უბედურებამ 9 ადამიანი ჰაიტიში, 3 კი დომინიკის რესპუბლიკაში იმსხვერპლა. კუნძულების ხელისუფლემა სანაპირო ზოლში მცხოვრები 1 000-ზე მეტი ადამიანი დროებით თავშესაფარში გადაიყვანა. სტიქიურმა უბედურებამ ჰიტიში 200-ზე მეტი სახლი გაანადგურა.
გამოცემის ცნობით, ამჟამად ქარიშხალი საფრთხეს კუბასა და პუერტო-რიკოს უქმნის.