02:24
23 ივნისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
10-04-2021

კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ სენტ ვინსენტზე ერთ-ერთი უძველესი ვულკანი სუფრიერი ამოიფრქვა, რის გამოც ახლოს მდებარე სოფლებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამოფრქვევისას მიმდებარე ტერიტოტრიები ვულკანურმა ფერფლმა და კვამლმა დაფარა, ვულკანური სვეტის სიმაღლემ კი 10 კილომეტრს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, ფერფლმა შეიძლება ახლოს მდებარე კუნძულებზეც იმოქმედოს. სეისმური კვლევების ცენტრში განმარტავენ, რომ ამგვარი აქტივობა შეიძლება კვირების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და „ეს მხოლოდ დასაწყისია“. ვულკანი ათწლეულების განმავლობაში მიძინებული იყო, თუმცა გააქტიურების ნიშნები გასული წლის დეკემბრიდან გამოავლინა. სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, ვულკანური აქტივობა 1979 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, მაშინ ზარალი 100 მილონ დოლარს შეადგენდა. 1902 წელს კი სუფრიერის ამოფრქვევას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

AutoPlay
სუს-ში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოხდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შეზღუდვების გასატარებლად მთავრობისათვის უფლებამოსილების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ნდობის ჯგუფში ოპოზიციის კვოტით მამუკა ხაზარაძე შევა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განმატებით, თუ საზოგადოება დახურულ სივრცეში პირბადის მოხმარების წესს ზედმიწევნით შეასრულებს, შესაძლებელია ღია სივრცეში გაუქმებამ შემთხვევების მატება აღარ გამოიწვიოს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები