ქარი, წვიმა, თოვლი, შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება. პარასკევს დღის ბოლოდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, იქროლებს ძლიერი ქარი, წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.სინოპტიკოსების ინფორმაციით, 23 აპრილის დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოში, გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს ძლიერი ქარი.24 აპრილს კი, კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.