რუსული აგრესია და ოკუპაცია - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე ისაუბრეს. თუმცა ავლაბრის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებას უხერხულობა მოჰყვა. როგორც პეტრო პოროშენკომ განახცხადა, კარგი იქნებოდა საქართველოს ჰქონდეს მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი. რაზეც გიორგი მარგველაშვილმა შეახსენა, რომ 2008 წელს საქართველო ომის წინაშე იდგა და სწორედ ამ დროს გაფორმდა სარკოზი-მედვედევის 6 პუნქტიანი შეთანხმება, სადაც საუბარი ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტაზეა.