ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება. ამისათვის საჭიროა მინიმუმ 7 საათი ძილი. ეს დადგინდა 150 მოხალისის მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმენტით. ისინი აფიქსირებდნენ, როდის იძინებდნენ და იღვიძებდნენ. ამასთან, დროდადრო ააქტიურებდნენ ვირუსის ნაწილაკებიან, გაციების გამომწვევ სპრეის.