22:33
30 ნოემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"კარფურში" დამზადებული ქათმის სენდვიჩით მოწამლული მომხმარებელი - 16 მოწამლულიდან ნაწილი ინფექციურ საავადმყოფოში ისევ მკურნალობს
25-01-2018

მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩი მიიღო, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მკურნალობს, ნაწილი კი ბინაზე უკვე გაეწერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, საკვების მიერ დაავადებათა სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 21 იანვარს, ქათმის სენდვიჩის მიღების შემდეგ უკუჩვენებები, საერთო ჯამში, 16 ადამიანს დაუფიქსირდა. დაახლოებით, 8-10 საათიან პერიოდში გამოვლინდა პირველი პაციენტი, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართა, სხვები კი საავადმყოფიში 22 იანვარს მივიდნენ.

„როგორც პაციენტები აღნიშნავენ, მიმდინარე წლის 21 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, საკვებად მიიღეს ქათმის სენდვიჩი - საუბარია, „კარფურში“ დამზადებულ ქათმის სენდვიჩზე. უკვე 22 იანარს კი ექვსი მათგანი მქუბუქი ღებინებითა და სხვა მსუბუქი გვერდითი მოვლენებით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსდა. 23 და 24 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, უკვე ინფექციური პათოლოგიის ცენტრში შევიდა კიდევ ექვსი პაციენტი, რომელთა გამოკითხვითაც იგივე ინფორმაცია იქნა მიღებული. თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია, აქტიურად მუშაობენ. პეციენტების გამოკითვით კიდევ გამოვლინდა ოთხი პიროვნება, რომლებსაც ჰქონდათ ერთჯერადი ღებინება, გულისრევის შეგრძნება, თუმცა მათ სამედიცინო დაწესებულებისთვის მსუბუქი მოვლენებიდან გამომდინარე არ მიუმართავთ. საერთო ჯამში კი, ასეთი 16 ადამიანი არის გამოვლენილი, რომლებიც ფაქტობრივად, ერთსა და იგივეს ამბობს - ყველა მათგანს ჰქონდა ერთი და იგივე სიმპტომები, ანუ გულისრევის და ფაღარათის მოვლენები. ძალიან კარგია, რომ ამ მდგომარეობას ყურადღება მიაქციეს და პროფესიონალებს მიაკითხეს შესაბამისი დახმარების მიღებისთვის’, - განაცხადა ბაიდოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი გუშინ შეუჩერა.

მისივე ინფორმაციით, სენდვიჩების შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მძიმე და საგანგაშო არ არის.

„ძალიან მსუბუქად მიმდინარე დაავადების შემთხვევები იყო, იმიტომ, რომ ის პირველი ექვსი პიროვნება, რომელიც 22 იანვარს მოთავსდნენ საავადმყოფოში, ფაქტობრივად ორ საათში ჩაუტარდათ სამდიცინო დახმარება ე.წ გადასხმები და მედიკამენტოზური დახმარება და მაქიმუმ, 3 საათში ბინაზე გაეწერეს. ხოლო ის პიროვნებები, რომლებიც ამჟამად ინფექციური პათოლოგგიის ცენტრში მკურნალობენ, ისინიც სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე გაეწერებიან, იმიტომ რომ დაავადების სიმძიმე არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ხანგრძლივად დარჩნენ კლინიკაში სამკურნალოდ.“ განაცხადა ბაიდოშვილმა.

ამასთან, როგორც ბაიდოშვილი ამბობს, კარფურში, სადაც ქათმის სენდვიჩები მზადდება, ობიქტის შემოწმების მიზეზი, მომწამულთაგან მიღებული ინფორმაცია გახდა.

„კარფურში შემოწმები მიზეზი გახდა პაციენტებისგან მიღებული ინფორმაცია. რა ინფორმაციაც პაციენტებმა მოგვაწოდეს, ის კანონმდებლობისა და ნორმების დაცვით გადავეცით სურსათის ეროვნულ სააგენტოს. როგორც სააგენტსო პრესსამსახურმა გაავრცელეა ინფორმაცია, გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა მონიტორინგი და ობიექტს, სადაც ქათმის სენდვიჩები მზადდება ფუნქციონირება შეუჩერდა, გარკვეული დარღვევები გამო... ვერაფერს გეტყვით იმაზე, თუ რა შეიძლება მოწამვლის მიზეზი გამხდარიყო, იმიტომ, რომ ამ შემთხვევში, ნაწლაური ინფექციების გამომწვევი ბევრი ფაქტირი შეიძლება იყოს, მათ შორის, დაუბანელი ხელებით საკვების მიღება, საკვების დამზადების პროცესში გარკვეული ტექნოლოგიური დარღვევის პროცესი. ასე, რომ ამ საკითხზე, რაც საკვებ და მის დამზადების ტექნოლოგიის პროცედურას ეხება, დეტალურ ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო მოგაწვდით , ვინაიდან ეს მათი პრეროგატივაა“, - განაცხადა ბაიდოშვილმა.

AutoPlay
"ცოტა მეტი გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა" - როდის მიიღებს საქართველო კორონავირუსის ვაქცინას?
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"საქნახშირი" მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ესაუბრა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
2 დღეში 10 374 ობიექტი შემოწმდა, მათ შორის, წერილობით და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6 177 ობიექტს, დაჯარიმდა - 3, ხოლო 4 194-ს შეუჩერდა საქმიანობის ნებართვა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები