ქარელში დაშავებული "მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია "ნიუ ჰოსპიტალიდან" ცოტა ხნის წინ გაწერეს. "მთავარი არხის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მმართველი პარტიის ოფისში კი ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.