ქარელისა და გორის 9 სოფლის მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. საქართველოს მელიორაციამ, სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია. პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარამდეა. ტერიტორია, 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს. საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ადგილზე გაეცნო.