დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. ქვეყანაში აუმინდობა რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.