კარანტინში მყოფ ახალგაზრდას, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, შეხება ჰქონდა სხვა პირებთან - წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - Palitra News

კარანტინში მყოფ ახალგაზრდას, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, შეხება ჰქონდა სხვა პირებთან - წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

2020-04-15 16:50:57+04:00

წყალტუბოს ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, - ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა მარინა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შენობაში არ არის სათვალთვალო კამერები, რის გამოც იზოლირებულ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ. მისი ინფორმაციით, სასტუმრო კარანტინისთვის თავიდანვე არ იყო სათანადოდ მოწყობილი, რის შესახებაც ტურიზმის ადმინისტრაციას აცნობეს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში მყოფ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული.