„საწარმო იმდენად ავტომატიზირებულია, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უწევს ადგილზე მუშაობა“,- ამის შესახებ კომპანია „ჩერის“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საწარმოში ამ ეტაპზე 12-13 ადამიანია დაკავებული, რომლებიც სრული ეკიპირებითა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით მუშაობენ. ადმინისტრაცია კი, საქმინობას სახლიდან განაგრძობს.
რაც შეეხება ზოგადად პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, როგორც აღნიშნავს, კარანტინმა ყავაზე მოთხოვნა გაზარდა, რის გამოც მარაგების შევსება გახდა საჭირო. თუმცა, ფრენების შეზღუდვის გამო, დოკუმენტაციის მიღება ვერ მოესწრო, შედეგად კი, ყავის კონკრეტულ სახეობებზე, 2-კვირიანი დეფიციტი შეიქმნა. მისივე ცობით, ამ ეტაპზე ეს ხარვეზიც გამოსწორებულია.