ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როდესაც კარანტინის პერიოდი დასრულდება, ყველა იმ სასტუმროს სრული დეზინფენქცია მოხდება, რომლებსაც ახლა კარანტინისთვის იყენებენ.
როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ სასტუმროებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. საკარანტინო პროგრამაში სულ 50-მდე სასტუმროა ჩართული თუმცა მონაცემები ეტაპობრივად იცვლება და იზრდება.
მინისტრის ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში მყოფი პაციენტების უმრავლესობა ძირითადად ჯანმრთელია და საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ სახლში ბრუნდება.