შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე, 2001 წელს დაბადებული პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანი სასურსათო მაღაზიის მფლობელის ოჯახს იცნობდა. მათთან სტუმრობის დროს, მაღაზიის გასაღები სახლიდან მოიპარა, შემდეგ კი ღამის საათებში მალულად შეაღწია. გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს - სიგარეტს, ხილს, ენერგეტიკულ სასმელებსა და ტკბილეულს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მხილებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული სიგარეტის რამდენიმე კოლოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
იხილეთ: სოფელ კარალეთში მაღაზია გაქურდეს: წაღებულია სიგარეტის მთელი მარაგი და 1000 ლარი