კარაკასში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. ქვეყნის გენერალური პროკურორმა ლუისა ორტეგა დიასმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. მისი თქმით, ეჭვმიტანილების დასაკავებლად პროკურატურამ 14 ორდერი გასცა.
შეგახსენებთ, ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 1 თვეა მიმდინარეობს. მოქალაქეები პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს კორუფციაში ადანაშაულებენ. ვენესუელას პრეზიდენტი კი, ქვეყნის ოპოზიციას ძალადობრივი გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ვენესუელაში მშვიდობა არ სურთ.