08:51
16 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
კაპიტანი "რომას" ტოვებს
15-05-2019

იტალიური რომას ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც იტალიელი ნახევარმცველის, რომაელთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის, დანიელე დე როსის გუნდიდან წასვლას გვაუწყებს. 35 წლის დანიელე დე როსი "რომას" რიგებში 2001 წლიდან თამაშობს და პროფესიონალურ დონეზე სხვა კლუბის წევრი არასდროს ყოფილა. ამ დროის განმავლობაში მან 614 შეხვედრა ჩაატარა 63 გოლი გაიტანა და ორჯერ იტალიის თასის, ასევე ერთხელ სუპერთასის მფლობელი გახდა. დე როსი 2006 წლის მსოფლიო თასის მფლობელია. გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დე როსიმ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ დე როსი კარიერას არ ასრულებს, გავრცელებული ინფორმაციით მას რამდენიმე კონკრეტული შემოთავაზეაბ ემ ელ ესიდან აქვს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები