კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომა 10 საათზეა ჩანიშნული. მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, დღეს მინისტრებს 13 საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირების პირველი შემთხვევის შემდეგ მინისტრების მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიის განხილვა იქნება.
განცხადების გაკეთებას გეგმავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.