მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. სხდომა ტრადიციულად 10 საათზე დაიწყება და მას პრემიერი-მინისტრი გაუძღვება. დღევანდელ სხდომაზე სულ 11 საკითხი განიხილება. მთავრობის წევრებს საკითხებს ძირითადად ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ნათია თურნავა ივანე მაჭავარიანი და მაია ცქიტიშვილი წარუდგენენ.