გასული წლიდან მოყოლებული უამრავი მაყურებელი მოუთმენლად ელის უეს ანდერსონის ახალი ფილმის ხილვას და აი, ბოლოსდაბოლოს, მისი პრემიერა შედგა 12 ივლისს კანის საერთაშორისო ფესტივალზე.
სანამ The French Dispatch-ის (ფრანგული დეპეშა) კინოჩვენება დაიწყებოდა, მანამდე ფილმის სამსახიობო გუნდის ვარსკვლავურმა წევრებმა წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინეს და გულშემატკივრების ოვაციები დაიმსახურეს. მათ შორის იყვნენ ტომოთი შალამე, ტილდა სუინტონი, ბილ მარი და ედრიენ ბროუდი.
გამოცემა Variety-ის ცნობით, კინოსურათის ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა: დარბაზში 9 წუთის განმავლობაში არ შეწყვეტილა ტაში.
კრიტიკოსების დიდმა ნაწილმა უკვე დადებითად შეაფასა The French Dispatch (ფრანგული დეპეშა) და იმედია, ჩვენც მალე ვიხილავთ მას — მსოფლიო პრემიერა 22 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ასევე ცნობილია, რომ უეს ანდერსონმა ახალ ფილმზეც დაიწყო მუშაობა: მასში კვლავ ტილდა სუინტონი ითამაშებს და ფილმს ესპანეთში გადაიღებენ.