პარლამენტში "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. საკანონმდებლო ორგანო პროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობს.
კანონპროექტს ოპოზიციაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული უფლებები „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში სათავისოდ გამოიყენოს.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვის შემოღება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად აღმასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტის მხარდაჭერა არ დასჭირდება.