აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ, აღნიშნული პროცედურა სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს, - აღნიშნულს ითვალისწინებს "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, შემდგომ კი პარლამენტს გადაეგზავნება.ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების თანახმად, სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.