ის ეჭვი, რომელიც მქონდა აფეთქებიდან დაწყებული არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება დღევანდელმა ხელისუფლებამ განახორციელა, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თარგამაძის თქმით, მას მანქანის აფეთქების საქმის მასალების გაცნობის საშუალებას არ აძლევენ. მისივე თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე ხელისუფლებამ დაკარგა ინტერესი 4 ოქტომბრის აფეთქების გამოძიების მიმართ.