კანოეს, სლალომის, კაიაკისა და საპის ნავები - კანოეს ფედერაციას კულტურის მინისტრმა ახალი აღჭურვილობა გადასცა. მათ შორისაა 1 კატერი და 1-ც კანოეს ტრენაჟორი. ეკიპირებისთვის 120 000 ლარი გამოიყო. სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა გასულ წელს თეა წულუკიანსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მინისტრი მაშინ კანოეს ფედერაციას პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერას დაჰპირდა.