ზაფხულში გარუჯვა არც ისე უსაფრთხოა. ბევრი ადამიანი არ იცავს წესებს და მზეზე დიდხანს ყოფნის და დამცავის არგამოყენების შემთხვევაში მძიმე დამწვრობას იღებს, რაც სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ახლა გარუჯვა უკვე გაცილებით უსაფრთხოა ინოვაციური ციფრული სტიკერის მეშვეობით. სტიკერი სახელად MY UV Patch კომპანია L'Oréal -მა გამოუშვა. სტიკერს აქვს სენსორი, რომელიც ფერს იცვლის ულტრაიისფერი გამოსხივების დროს. როგორც ამბობენ, მისი გამოყენება ძალიან მარტივია. სტიკერი უნდა დაიკრათ ხელზე ან ფეხზე და შემდეგ საკუთარი ტელეფონით გადაუღოთ სურათი. სპეციალური აპლიკაცია ასკანირებს და აანალიზებს მიღებულ მონაცემებს. აპლიკაცია ადარებს თქვენი კანის ფერს ულტრაიისფერ სხივებს რომელიც თქვენ შეიწოვენთ. თუ თქვენ ულტრაიისფერი სხივები საკმარისი რაოდენობით მიიღეთ, აპლიკაცია გატყობინებთ, რომ უკვე დროა დამცავი წაისვათ. მისი შემქმნელების თქმით, სტიკერი ძალიან მოსახერხებელია, ის შეგიძლიათ დაიკრათ ნებისმიერ ადგილას თქვენს კანზე და დაკავდეთ საყვარელი აქტივობით. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, ითამაშოთ ბუნებაში, გაირუჯოთ ან იცურაოთ. იდეის ავტორების თქმით, თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ მზიან ამინდში, კანის დაზინების გარეშე. სტიკერი უკავშირდება სამრტფონს, ხოლო მისი აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS and Android-ის ტიპის მობილურებისთვის.Loreal’s-ის ახალი ტექნოლოგია მონიტორინგს უწევს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობას და როდესაც საშიშ ზღვარს აღწევთ, ის დაუყოვნებლივ გატყობინებთ, რომ თავი დაიცვათ მავნე გამოსხივებისგან და წისვათ დამცავი.