"კანის ლომები 2018"-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო. წელს კონკურსი ხუთ კატეგორიაში- ბეჭდური რეკლამა, დიზაინი, ციფრული კამპანია, ვიდეო და ახალგაზრდა მარკეტერი მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მარკეტერის კატეგორიაში საკონკურსო თემად თბილისის ღამის ეკონომიკა შეირჩა. დავალების მიხედვით, კონკურსში მონაწილეებმა ახალი პროდუქტი და სერვისი უნდა შექმნან, რომელიც დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსის თითოეული კატეგორიის გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორების დაფინანსებით, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრება და მსოფლიოს სხვა საუკეთესო გუნდებს შორის, ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.