კანის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია. გამარჯვებულ ფილმებს პედრო ალმადოვარის თაოსნობით, 8 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოავლენს. რიგით 70-ე ფესტივალზე წარდგენილ ფილმებს უილ სმიტი, ჯესიკა ჩესტეინი, გერმანელი რეჟისორი მარე ადე, სამხრეთ კორეელი რეჟისორი პაკ ხან უკი და სხვა კინემატოგრაფიის ცნობილი სახეები შეაფასებენ. პრესტიჟული კინოფესტივალი 17 დან 28 მაისამდე გასტანს.