განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე ის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც მკვლელობის საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. ბრალდებული ბექა შენგელიას ადვოკატის იზო მახარაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალთან დაკავშირებით არამყარი პოზიცია აქვს. როდის გაგრძელდება რეზონანსული საქმის განხილვა უცნობია. პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.
კანიბალიზმის საქმე შსს-მ 2016 წლის 4 ნოემბერს გახსნა. დაკავებულია სამი ადამიანი: 23 წლის ბექა შენგელია, მოკლულის 19 წლის ქალიშვილი ირმა ყოჩიაშვილი და ერთი არასრულწლოვანი. პარალელურად, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ სამი პირის მიმართ საქმის ცალკე წარმოება მიმდინარეობს.