ე.წ. კანიბალების საქმეზე სასამართლო განხილვა განსასჯელის, ბექა შენგელიას გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. 23 წლის დამნაშავე, რომელმაც 76 წლის ქალის გული ცოცხლად შეჭამა, საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ადვოკატის თქმით, შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის აგრესიულია და ძლიერ პრეპარატებს უკეთებენ. უფლებადამცველი იმასაც ამბობს, რომ საქმეში არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შენგელიას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში 24 თებერვალს გაგრძელდება.
რა ბრალდებას უყენებს კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული ბექა შენგელია გამომძიებლებს?
კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ დანაშაულის სასტიკი დეტალები გაიხსენა