კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორივე ქუჩაზე სრულად ანახლებს 4.5 კმ სიგრძის, როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების ქსელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანია ახალ ქსელზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ერთეულ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს ამონტაჟებს.