კანარის კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 100-მდე სახლი განადგურა, ევაკუირებულია 5 500 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლავა ატლანტის ოკეანემდე მიაღწევს. კანარის ვულკანოლოგიის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ როდესაც ეს მოხდება, ჰაერში, შესაძლოა, ტოქსიკური აირების ღრუბელი წარმოიქმნას. ლა-პალმას კუნძულზე ვულკანმა ამოფრქვევა კვირას დაიწყო. ეს კუნძულზე ვულკანის მერვე ამოფრქვევაა.