ესპანეთში, კანარის კუნძულებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 900 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი დაიწვა. ცეცხლის გაჩენა ძლიერმა სიცხეებმა გამოიწვია. ხანძარი თავდაპირველად შაბათს კუნძულ გრან-კანარიაზე ქალაქ იუნკალილოსთან გაჩნდა, შემდეგ კი მთელს კუნძულზე გავრცელდა. არსებული საფრთხის გამო ხელისუფლებამ საშიში ზონიდან 500-მდე ადამიანი გაიყვანა. ადგილზე მობილიზებული სამაშველო ჯგუფები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრის ლოკალიზებაში რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენიც მონაწილეობს.