კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

2020-11-25 14:54:59+04:00

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ნავი, რომელშიც 35 მიგრანტი იმყოფებოდა, მაღრიბის რეგიონიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. მაშველებმა 4 მიგრანტის ცხედარი იპოვეს, 28 - გადაარჩინეს, დანარჩენს კი ამ დრომდე ეძებენ. კანარის კუნძულებზე წელს 17 000-მდე მიგრანტი ჩავიდა, რაც გასული წლის მთლიან მონაცემთან შედარებით 10-ჯერ მეტია. ესპანეთის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მიგრანტების თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით დახმარებას აღმოუჩენდა.