კანარის კუნძულების ხელისუფლებამ არქიპელაგში შემავალ 5 კუნძულზე ხანძრის წარმოქმნის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ამის შესახებ ცნობა მთავრობის სამიტზე გამოქვეყნდა. საფრთხე ეხება კუნძულებს: იეროს, პალმას, ჰომერას, ტენერიფეს და გრან-კანარიას. საფრთხე გრან-კანარიაზე ხანძრის სტაბილიზაციიდან ერთი დღის შემდეგ გამოცხადდა. ამ კუნძულზე ტყეს ცეცხლი 12 ათას ჰექტარზე ეკიდა.
რეგიონის სამაშველო სამსახურმა კი გამოაცხადა, რომ ხანძარს მთლიანად ჯერ ვერ აკონტროლებენ. გუშინ 10 ათასი ევაკუირებულიდან 9800-მა ადამიანმა სახლებში დაბრუნება შეძლო.